asd asd asd asd asd asd asd asdhjkh kjashdkjhas kjashdkjashdj kjashdkjashdjk asdasd asd asdasdasdas asdasdas asdasd asdasda asdasda asdsada asdasdas asdasda asdasda asdasda asda

     
 

რა არის ხაიპი და როგორ არ გავებათ თაღლითების მახეში:

ხაიპი არის დროებითი საიტი, რომელიც გვპირდება დღეში 5-10 % მოგებას და უკვალოდ ქრება დაახლოებით 15-20 დღეში. არ ვიცით ვინ არიან დამფუძნებლები, არვიცით სად აქვთ ოფისი, არ აქვთ არანაირი ბიტკოინ ფერმები და საერთოდ არაფერი არ აქვთ გარდა საკუთარი კომპიუტერისა და ვირუსული პროგრამებისა. ხაიპს მართავს ვიღაც თაღლითი თავისი სახლიდან. ყველაზე ცნობილი და პოპულალური ხაიპი, რომელმაც აზარალა ათასობით ადამიანი იყო aurora …

 

კიდევ ერთ საშიშროებაზე უნდა გაგაფრთხილოთ, რომელიც ხაიპებიდან მოდის, რომელიც ჩემ თავზე გამოვცადე:
- ჩათვალეთ, რომ ხაიპებში მითითებული მეილი ხდება ხელმისაწვდომი ხაკერებისთვის, რომლებიც სპეციალურად ყიდულობენ კიდეც მუშა მეილებს და შემდეგ ცდილობენ მეილების გატეხვას (მეილების გატეხვა თვითონ საიტების გატეხვასთან შედარებით ადვილია), მეილიდან კი უკვე აქვთ წვდომა ყველა თქვენს პროექტებთან და აქ უკვე დიდია იმის შანსი რომ "ჩაგვიჯდნენ" ჩვენს კომპიუტერშიც სხვა პროექტებშიც და დაელოდონ შესაბამის მომენტს.
- მეთვიითონ გამიტეხეს მეილი და მიბმული რამოდენიმე პროექტიდან მომპარეს რამოდენიმე ასეული დოლარის კრიპტოვალუტა. მას შემდეგ კი მივიღე ზომები, გამოვცვალე მეილები, აღარ ვეკარები ხაიპებს და მაქსიმუმამდე ავიყვანე ყველა პროექტში დაცვის დონე. სანამ ვინდოუსს გადავაყენებდი მაინტერესებდა და თითქმის ყველა ანტივირუსი გადავაყენე და რამოდენიმე აგენტური პროგრამაც იჯდა ჩემს კომპიუტერში, ასე რომ გაფრთხილებთ:
- აღარასოდეს აღარ გაეკაროთ ხაიპებს!!! გარდა იმისა, რომ თქვენ დაკარგავთ ფულს, დროს, ენერგიასა და ნერვებს, ასევე თქვენი მეილები, ნამდილი პროექტები და კომპიუტერები გადავლენ ხაკერების კონტროლზე და დანარჩენი უკვე თქვენი გადასაწყვეტია...
შეგახსენებთ, რომ მათგან მხოლოდ საფრთხეები მოდის და მხოლოდ საიტზე გადასვლის შემდეგაც კი ვხდებით ჰაკერების სამიზნე, არაფერს ვამბობ მეილის და ბიტკოინ მისამართის შეყვანის შემდეგ რამხელა რისკის ქვეშ დგას ჩვენი მთლიანი მონაცემები, როგორც კომპიუტერში, ასევე მეილზეც და ჩვენს პროექტებში...

 

როგორ განვასხვავოთ ნამდვილი კომპანია ხაიპისგან:

ჩვენი აზრით ყველაზე სანდო მეთოდი არის თქვენივე ცოდნა და გამოცდილება. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ზუსტად ვიცი 90 % მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით იღებს ცოდნას და მხოლოდ 10 % შეუძლია სხვისი გამოცდილებით მიიღოს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ჩემს აზრს ეხლა მოგახსენებთ და იმედია თქვენც დააფიქსირებთ თქვენს აზრს, რაში მეთანხმებით და ყველაზე უფრო რაც მაინტერესებს რაში არ მეთანხმებით, აბა დავიწყოთ:
1. პირველ რიგში ხაიპი საიტი რომ გამოვრიცხოთ მინიმუმ 1-2 თვე უნდა იყოს გასული მისი გახსნიდან.
2. გახსნას რაც შეეხება, როგორც იცით ყველა დიდი პროექტი პომპეზურად იხსნება ხოლმე, განსაკუთრებით უცხოეთში და ამიტომ აუცილებლად უნდა არსებობდეს საიტის გახსნის ვიდეო. ასევე პრეზენტაციების ვიდეოები და კუთვნილი ფერმების ვიდეო დადასტურება.
3. ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმი კომპანიის სანდოობაში არის მისი ხელმძღვანელობის ცნობადობა, ანუ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან დამფუძნებლები, ვინ არიან ხელმძღვანელები, ვინ არიან პარტნიორები. აუცილებლად უნდა ატარებდნენ მინიმუმ თვეში ერთხელ ვებინარებს, შეხვედრებს და არ უნდა ემალებოდნენ ხალხს.
4. საიტზე აუცილებლად უნდა ედოს კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტი და რეკვიზიტები.
5. სასურველია კომპანია არ იყოს აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან ალბათ მხოლოდ იაპონური ან სამხრეთ კორეული კომპანიებია უფრო სანდო (ჩინეთი თქვენთვის მომინდია), ნუ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ხო საუბარიც არ მაქვს. ალბათ ყველაზე სანდოებია: აშშ, კანადა, დასავლეთ ევროპა (ბულგარეთს, რუმინეთს და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ვერ ენდობი), იაპონოა, კორეა...
6. კომპანიას აუცილებელია ქონდეს თავისი მაინინგ ფერმები, საიდანაც ექნება შემოსავალი და არ იყოს დამოკიდებული მომხმარებლების მიერ შეტანილ თანხებზე (ფინანსურ პირამიდას ვგულისხმობ)
7. კომპანიას აუცილებლად უნდა ქონდეს გრძელვადიანი გეგმები გაწერილი, 5, 10 ანდა უფრო მეტ წელიწადზე და თანაც რეალური...
8. კომპანიას თუნდაც ამ ერთ თვეში უნდა ქონდეს რაღაც ხელშესახები წარმატებები, უნდა იყოს პრეზენტაციის ვიდეოები სხვადასხვა ენებზე, სხვადასხვა სასწავლო ვიდეოები, ბლოგები, ფეისბუქ ჯგუფები გვერდები, უნდა ყავდეს ძლიერი საპორტი, მალე პასუხობდნენ ჩვენს შეკითხვებზე, სასურველია ქონდეს ნაკლები აკრძალვები და მეტი შესაძლებლობები, თავისუფალი არჩევანი და ა.შ.
9. უნდა იყოს გათვლილი დიდ სეგმენტზე. მაგალითად: ზოგს ურჩევნია მუდმივი შემოსავალი ქონდეს და გააკეთოს მხოლოდ ინვესტიცია, ზოგს ურჩევნია ინტერნეტში აქტიური მუშაობით გამოიმუშაოს თანხები, ზოგს ადამიანებთან ურთიერთობა მოწონს, ერთი სუტყვით კომპანია უნდა შეეცადოს რომ ყველანაირი მოთხოვნილების ადამიანი დააკმაყოფილოს.
10. რაც შეეხება შემოთავაზებულ პროცენტებს, აუცილებლად უნდა იყოს რეალური. როდესაც კომპანია გვთავაზობს დღეში 10 %-ს ადვილად მისახვედრია, რომ საქმე გვაქვს არარეალურ დაპირებასთან. თეორიულადაც კი შეუძლებელია დღეში 10 % მოგება მოგცეს კომპანიამ. ჩვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, რეალურ კომპანიას შეუძლია გადაგვიხადოს თვეში 15-20% პასიური შემოსავლის სახით, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეფერალური სისტემა თითქმის ყველას აქვს და საიდანაც მიღებული შემოსავალი უკვე თქვენს აქტიურობაზე და სწორად მუშაობაზეა დამოკიდებული.
11. დაბოლოს ფულის გამომუშავება კარგია მაგრამ აუცილებელია საიტს ქონდეს უსაფრთხოების დაცვის მაღალი დონე, ჰაკერების ერთადერთი შემოსავალი რა არის კი ვიცით ჩვენ...
- მემგონი ასეთი კრიტერიუმებით შერჩევის შემდეგ აღარ უნდა შევცდეთ არჩევანში და შემდეგში უკვე ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

 

 

 

 

© 2017 omnia.ge