asd asd asd asd asd asd asd asdhjkh kjashdkjhas kjashdkjashdj kjashdkjashdjk asdasd asd asdasdasdas asdasdas asdasd asdasda asdasda asdsada asdasdas asdasda asdasda asdasda asda

     
 

რა არის ბიტკოინი ?

 ბიტკოინი ციფრული ვალუტის სახეობაა, რომელიც ელექტრონულად იქმნება და ელექტრონულადვე ინახება. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბეჭდავენ (ლარი, დოლარი, ევრო), ბიტკოინს აწარმოებენ ფიზიკური პირები ან ბიზნესმენები სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რომლებიც, თავის მხრივ, მათემატიკური ამოცანების/ალგორითმების ამოსახსნელად შეიქმნა.

 ბიტკოინის პროტოკოლი ანუ მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა 2008 წელს კომპიუტერული პროგრამების დეველოპერმა სატოში ნაკამოტომ (Satoshi Nakamoto, სავარაუდოდ, ფსევდონიმია, დანამდვილებით ავტორი ან ავტორთა ჯგუფი ცნობილი არ არის) შექმნა. მიზანი ისეთი ვალუტის შექმნა იყო, რომელიც იქნებოდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნებისმიერი ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტისგან; ელექტრონულად გაგზავნადი, წამიერი სისწრაფის ტრანზაქციებით; ძალიან დაბალი საკომისიო მოსაკრებლით.

 

 კიდევ რით განსხვავდება ის ტრადიციული ვალუტებისგან?

 მართალია, ტრადიციული ვალუტების (დოლარი, ევრო, იენი და ა.შ.) მსგავსად ბიტკოინით შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის ელექტრონულად შესყიდვა, მაგრამ ის გამორჩეულია დეცენტრალიზებით. კერძოდ, ბიტკოინის ქსელს ვერცერთი ინსტიტუცია ვერ აკონტროლებს, რაც ციფრული ვალუტის მომხარებელს საგრძნობლად უმარტივებს ტრანზაქციების განხორციელების პროცესს და ის მსხვილი ბანკებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება.

 თუ ტრადიციული ვალუტა ეფუძნება ოქროს ან ვერცხლს, ბიტკოინი ეფუძნება მათემატიკას. ეს არის ვალუტა, რომელსაც ცენტრალური ბანკები არ ბეჭდავენ, მას აწარმოებენ და ქმნიან ადამიანები. წარმოების პროცესს მაინინგი ჰქვია, რაც გულისხმობს სპეციალურ ქსელში გაშვებული კომპიუტერული პროგრამით რთული მათემატიკური ალგორითმების ამოხსნას.

 

 რით არის კარგი ბიტკოინი?

 იმის გამო, რომ ბიტკოინის ქსელს არცერთი ცენტრალური ინსტიტუტი არ აკონტროლებს, არცერთ მარეგულირებელს რაიმე სავალუტო პოლიტიკის გამოყენებით მომხმარებლებისთვის ბიტკოინების „წართმევა“ არ შეუძლია;
ბიტკოინის მისამართის შექმნა წამებში შეიძლება. არავინ არაფერს გეკითხებათ და არანაირი საკომისიოს გადახდა არ გიწევთ;

 ბიტკოინის ქსელი გამჭვირვალეა და იმავდროულად მომხმარებულის ანონომურობა დაცულია. ერთ მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს ბიტკოინის რამდენიმე მისამართი. ეს მისამართები არ არის სახელებზე, ფიზიკურ/იურიდიულ მისამართებზე ან სხვა პირად მონაცემებზე მიბმული. ქსელში ჩართულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, თუ რამდენი ბიტკოინი ირიცხება კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ ვერ განსაზღვრავს იმას, თუ ვის ეკუთვნის ეს მისამართი.

 

 და ცუდი რით არის?

 ის, რომ ბიტკოინს არანაირი სახელმწიფო არ არეგულირებს, ეს კარგიც არის და იმავდროულად - ცუდიც. დღეს ყველა ქვეყანა შეთანხმებულია იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფოა ის სუბიექტი, რომელმაც უნდა აკრიფოს გადასახადები და დაბეჭდოს ვალუტა, რომელშიც გადასახადებს კრეფენ. სპეციალისტების აზრით, ამ ჯაჭვის გაწყვეტა უზარმაზარ შესაძლებლობებს აჩენს დანაშაულებისათვის, როგორებიცაა გადასახადებისთვის თავის არიდება, ტერორიზმის დაფინანსება, კრიმინალური ფულის გათეთრება.

 კრიპტოვალუტას ძალიან მკვეთრი რყევები ახასიათებს, რაც კურსთან “სათამაშოდ” უამრავ მოთამაშეს (ე. წ. გემბლერს) იზიდავს - მათ, ვინც უფრო ფსონებს დებს და არა ინვესტიციებს. ეს მხოლოდ ზრდის რყევებს და ბიტკოინი ფინანსურ პირამიდას ემსგავსება. კრიპტოვალუტის კონტროლი განაწილებულია ჩინელ მაინერებს შორის, რომლებიც ბიტკოინის განვითარების ერთიან ხედვაზე ვერ თანხმდებიან.

 ახალი მონეტების შექმნის და ტრანზაქციების განხორციელებისთვის აუცილებელია მაინინგი. ამისთვის ბიტკოინი იყენებს სქემას, რომელიც გულისხმობს უამრავ გამოთვლით ოპერაციას, რაზეც ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება. კრიპტოვალუტის ფასის ზრდასთან ერთად, მაინერები ზრდიან თავიანთი სისტემების სიმძლავრეს და სულ უფრო მეტ ენერგიას მოიხმარენ. ბიტკოინის მუშაობაზე დღეს იმდენი ენერგია იხარჯება, რომ ის ზოგიერთი ქვეყნის ენერგომომარაგებას ეყოფოდა. მალე კრიპტოვალუტა ამ მაჩვენებლით გაასწრებს სერბეთის, დანიის და შემდეგ ბელარუსის ენერგომოხმარებასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემა ფუნქციონირებისთვის საჭიროა უამრავი ნავთობის, გაზის და სხვა ნედლეულის ხარჯვა. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტა ეს ფასი არ ღირს.

 

 ბიტკოინს სად ყიდულობენ?

 ყველაზე ხშირად იყენებენ ინტერნეტ-გამცვლელებს, სპეციალურ ბოტებს მესენჯერებში, ინტერნეტ-საფულეებს და კრიპტოვალუტის ბირჟებს. ნაწილი მას უბრალოდ მეგობრებისგან ან ნაცნობებისგან ყიდულობს.
რისი შეძენა შეიძლება ბიტკოინით?

 უკვე რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოს მასშტაბით, ორგანიზაციები ჩვეულებრივ ვალუტასთან ერთად გადახდის საშუალებად ბიტკოინებსაც იღებენ. ბიტკოინებით გადახდა პოპულარულია ვირტუალური სერვისების და პროდუქტების შესაძენად. ასეთი გვერდებია ebay.com, zappos.com,zynga.com, victoria’s secret.com, wordpress.com. ვებგვერდების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 ბიტკოინით შეიძლება მუსიკალური ალბომის ყიდვა, ბინის და ქვეყნის მოქალაქეობისაც კი.

 

 ბოლო დროს ბიტკოინის კურსი მკვეთრად რატომ გაიზარდა?

 Google-ის საძიებო სისტემაში მოთხოვნათა ანალიზი მოწმობს, რომ ბიტკოინის ყიდვით საკმაოდ ბევრი მომხმარებელია დაინტერესებული. ამ ფონზე, მასში ფულს დებენ ისინიც, ვინც ადრე ამ ციფრულ ვალუტას ეჭვის თვალით უყურებდა. ადამიანები კრიპტოვალუტის შესაძენად კრედიტებსაც იღებენ. ბევრს, სარგებლის ხელიდან გაშვების შიში გაუჩნდა.

 ბიტკოინით ბირჟებიც დაინტერესდნენ. ბოლო დროს მის მიმართ ინტერესი ინსტიტუციურ ინვესტორებსაც გუჩნდათ, რაც ასევე უწყობს ხელს მისი ფასის ზრდას. 28 ნოემბერს, ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციას Consensus: Invest, რომელიც კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს მიეძღვნა, უფრო მეტი კოსტიუმში გამოწყობილი სტუმარი ესწრებოდა, ვიდრე ჯინსში. Bloomberg-ი წერს, რომ ეს Wall Street-ის დაინტერესების მაჩვენებელია.

 აქ დიდი როლი ითამაშა იმან, რომ მსხვილმა ამერიკულმა ბირჟებმა გადაწყვიტეს ბიტკოინით ფიუჩერსებზე ვაჭრობა - ფინანსური ინსტრუმენტებით, რომლებიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს, გაყიდონ ან იყიდონ კრიპტოვალუტა წინასწარ შეთანხმებულ ფასად. აგვისტოში ჩიკაგოს ოპციონების ბირჟამ (CBOE) განაცხადა, რომ 2018 წლის დასაწყისში ამ ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობას იწყებს. ოქტომბრის ბოლოს კი მსგავსი რამ განაცხადა ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟის (CME) ხელმძღვანელობამ - დერივატივებით ვაჭრობის უმსხვილესმა ადგილმა მსოფლიოში. მესამე მსხვილი ადგილი, რომელიც ბიტკოინზე დერივატივებით ვაჭრობას აამოქმედებს, შეიძლება ბირჟა Nasdaq-ი გახდეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ის ამ ფინანსურ ინსტრუმენტს მომავალი წლის მეორე კვარტალში შემოღებს. 1 დეკემებერს, აშშ-ის სასოქონლო სავაჭრო კომისიამ ბიტკოინით ფიუჩერსების ვაჭრობის უფლება ოფიციალურად გასცა.

 სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს, ბიტკოინის კურსმა შეიძლება 20 ათას დოლარს გადააჭარბოს, უფრო თამამი პროგნოზის მიხედვით, კურსის ზრდა 40 ათას დოლარამდეცშესაძლებელია.

 

 საქართველოში ბიტკოინით ვაჭრობენ?

 საქართველოში ბიტკოინით ოფიციალურად ვერაფერს იყიდით, ანუ ქვითარს ამისთვის არავინ მოგცემთ (კანონით, აქ ანგარიშსწორება მხოლოდ ლარში შეიძლება). არსებული ინფორმაციით, საქართველოში ციფრული ვალუტის კანონმდებლობაზეც ჯერჯერობით არ მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ბიტკოინის მიმართ ინტერესი ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ დიდია. ბიტკოინის შეძენა ადგილობრივ მომხმარებელს რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე შეუძლია.

 

რა არის ბითქონი

 ბითქოინი არის ვალუტა, რომელიც შექმნილია და არსებობს ელექტორნულად. არავის და არაფრის კონტროლის ქვეშ, ის არ იბეჭდება როგორც ლარი ან დოლარი, ის იქმნენბა ხალხის მიერ, ბიზნესებისა და კონკრეტულად კომპიუტერების მიერ, მთელს მსოფლიოში, რომლებიც იყენებს სიმძლავრებს, რომ გამოთვალონ მათემათიკური კოდი.

 ბითქონი პირველი მაგალითია კრიპტოვალუტების რომლსაც ყველაზე დიდი ღირებულება და კაპიტალიზაცია აქვს.

 

 რით განსხვავებდა ის, სხვა ჩველუებრივი ვალუტებისგან?

 ბითქონით შეგიძლია იყიდო ან გაყიდო ელექტორნულად, უნდა აღინიშნოს რომ ეს ოპერაცია ჩვენ დოლარით, ევროთი და სხვა ბევრი ვალუტითაც შეგვიძლია, თუ ფული გვაქვს ეგრეთ წოდებულ კარტებზე, მაშ რით განსხვავდება ბითქოინს სხვა ფიატ ვალუტებისგან?

 ბითქოინის განსაკუთრებული თვისება მის დეცენტრალიზებაშია, მას ვერ აკონტროლებს ვერცერთი ინსტიტუცია, ორგანიზაცია ან ინდივიდუალური პირი. ეს იმას ნიშნავს რომ დიდ ბანკები წარმოდგენსაც ვერ შეძლებენ როგორ შეიძლება გააკონტროლონ ის.

 

 ვინ შექმნა ბითქოინი?

 ერთ-ერთმა პროგრამისტმა/მათემატიკოსმა სატოში ნაკამოტომ წაროგვიდგინა მტკიცებულება თუ როგორ უნდა ემუშავა ბლოქჩეინს მათემათიკურ გათვლებზე დაყრდნობით, იგი დამყარებულია იდეაზე, რომ ბითქონი როგორც ვალუტა უნდა ყოფილიყო ელექტორნული,დაუმოკიდებელი ყველასგან, გამჭირვალე, სწრაფი და უნდა ქონოდა გადარიცხების საკომისიო შედარებით დაბალი.

 

 ვინ ბეჭდავს ბითქოინს?

 არავინ! ბითქოინი არ იბეჭდება ფიზიკურად ცენტრალური ბანკის მიერ, ვერ კონტროლდება და არ ემორჩილება წესებს. ბითქოინი იქმნება ხალხის ჯგუფის მიერ, სადაც ყველას შეგვიძლია ჩართვა, ბითქონი გამომუშავდება კომპიუტერული სიძლიერით. მაგრამ ეს არ ნიშანვს იმას რომ ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავი რაოდენობის ბითქონი გამოვიმუშაოთ. ბითქონის პროტოკოლზე დაყრდნობით, რომელიც ადგენს ბითქონის გამომუშავების წესებს, ნათლად ჩანს რომ ჩვენ ვერ მოვახერხებთ 21 მილიონზე მეტი ბითქოინის გამომუშავებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის მხოლოდ ამავე რაოდენობის ადამიანის საკუთრებაში იქნება, მისი დაყოფაცა შესაძლებელია პატარ-პატარა ნაწილებად, ყველზე პატარა ბითქოინის ერთეული არის სატოში, რომელიც ას მემილიონედს უდრის. სწორედ ბითქოინის ეს შეზღუდული რაოდენობა არის იმის არგუმენტი რომ ბითქოინის ფასი კატარსტორფულად გაიზრდება მომავალში, რადგან თუ ვიმსჯელებთ ლოგიკურად 21 მილიონი ბითქოინი ვერ უზრუნველყოფის იმ სიმდიდრის ალტერნატივას რაც ამჟამად არსეობს დედამიწაზე. რეალურად ბითქონის და სხვა ვალუტების ფასების მერყეობა, მის მოთხოვნა, მიწოდებაზეა მიბმული.

 

 რაზეა დამყარებული ბითქონი?

 ჩვეულებრივი ვალუტა არის დამოკიდებული ოქროზე ან ვერცხლზე. თეორიულად , ჩვენ ვიცით რომ თუ გვაქვს დოლარი ბანკში, ჩვენ შეგვიძლია მის სანაცვლოდ ოქრო მივიღოთ(მაგრამ ეს რეალურად არ მუშაობს) მაგრამ ბითქოინი არ არის დამოუკდებელი ოქროზე, ის დამყარებულია მათემატიკურ გამოთვლებზე. მსოფლიოს გარშემო ხახლი იყენებს სოფთებს რომლებიც მათემათიკურ ფორმულების საშუალებით წარმოშობენ ბითქოინებს, ამ ფორმულებზე წვდომა ყველას გააჩნია და მისი ავთენტურობის შემოწმება საკმაოდ მარტივია.

 

 ბითქოინის უპრატესობები

 ბითქოინს აქვს რამდენი განსაკუთრებული თვისება რომელის განსხავებს სხვა ჩველებრივ კონტროლიდებად ვალუტებისგან. არის დეცენტრალზიებული ბითქოინი არ არის კონტროლილებადი, ნებისმერი კომპიუტერი რომელიც ამაინიგებს მას, აღწერს ტრანზაქციებს და უზრუნველყოფს მას, არის მისი ნაწილი, მსოფლიოში კი ასეთი უამრავი კომპიუტერია რომელიც გარანტია ბითქოინის სანდოობისა და დამოუკიდებლობისთვის.

 

 ადვილია მისი გამოყენება:

 თუ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება რომელიმე ბანკის სერვისის გამოყენება , საკმაოდ რუტინული და ბიუროკრატიული პროცესის გავლა გვიწევს, ბითქოინის საფულის გაკთება კი წამებშია შესაძლებელი.

 

 არის ანონიმური:

 ვერავინ ვერ გაგიებს, ვინ, ვის, რამდენი და როდის გადაურიცხა.

 

 არის გამჭირვალე:

 ბლოკჩეინის სისტემა და მისი კოდი არის გაჭირვალე ყველას შეუძლია ნახოს და გადაამოწმოს ტრაზაქციები. გადარიცხვების საკომისო არის მინიმალური გადარიცხვის დაფიქსირების შემდეგ, ბითქოინი რამდენიმე წუთში აისახება ადრესატის საფულეში.

 

 შვეიცარიულმა Falcon Private Bank-მა დაიწყო ანგარიშების გახსნა ბიტკოინში. დადო შეთანხმება პარტნიორობისთვის Bitcoin Suisse-თან და გახდა პირველი ტრადიციული ბანკი მსოფლიოში, რომელიც გვთავაზობს სრულ მომსახურეობას კრიპტოვალუტის მართვისთვის.

 Falcon გახდა პირველი, რომელიც გვაწვდის ტრადიციულ მომსახურეობას ბიტკოინზე. ბანკი აძლევს საშუალებას კლიენტებს იყიდოს და გაყიდოს კრიპტოვალიუტა და ასევე გახსნას ანგარიშები, მათზე რასაკვირველია დაირიცხება პროცენტები რომლის ოდენობასაც ჯერ არ ამჟღავნებენ. და ბოლოს „ შტაბ-სახლი Falcon”-ის ფოიეში ციურიხში გაჩნდა ბიტკოინ-ბანკომატი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეავსოთ ბიტკოინ ანგარიში, ჩვეულებრივი ვალუტის შეტანით და მოხსნათ ამ ანგარიშიდან რეალური თანხა.

 

 

 

 

© 2017 omnia.ge